მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებზე კითხვები დაუსვეს

23 სექტემბერი 2019, 15:22 1692 ნახვა

გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებს ეხებოდა ძირითადი კითხვები რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დაუსვეს როგორც მმართველი, ისე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ ალანიას.

კანდიდატს დღეს წარსული და მის მიერ  კონკრეტულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ განმარტებების გაკეთება  მოსთხოვეს. შეკითხვებს შორის იყო მუხროვანის ამბოხისა და 14 წლის მოზარდის, გვანცა ყუფარაძის საქმეები. ალანია ამბობს რომ ყველა გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში