უსკომ “კვარაცხელია-სოციალისტებს” რეგისტრაცია გააუქმა

03 სექტემბერი 2016, 00:00 3372 ნახვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „კვარაცხელია - სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა. 2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია - სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ რეგისტრაციაში გატარების ერთ-ერთი საფუძველი ბათილად იქნა ცნობილი.  პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია - სოციალისტები“ რეგისტრაციის ბათილად ცნობამ გამოიწვია საარჩევნო ბლოკის „კვარაცხელია - სოციალისტური საქართველო“ რეგისტრაციის გაუქმების აუცილებლობა. 3 სექტემბრის მდგომარეობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 4 საარჩევნო ბლოკი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი