დღეს შემოდგომის დღე-ღამის ხანგრძლივობა თანაბარი იქნება

23 სექტემბერი 2019, 08:47 7537 ნახვა

დღეს დღისა და ღამის ხანგძლივობა თანაბარი იქნება,  ეს  ბუნების  ერთ-ერთი  უნიკალური  მოვლენაა. 

23 სექტემბერს   დღისა და  ღამის  ხანგრძლივობა  დაახლოებით  ერთნაირია - 12  საათი   და  ამით შემოდგომის  დაწყება  აღინიშნა.

როდესაც  შუადღის   მზე  დაბლა  დაეშვება  და  ღამით  შესამჩნევად  აგრილდება      ნიშნავს , რომ    ჩრდილოეთ  ნახევარსფეროში    ზაფხული    დასასრულს  მიუახლოვდა. 

დედამიწა  365  დღის  განმავლობაში  მოგზაურობს   მზის  გარშემო, ამ დროს  ნახევარსფეროები გამათბობელი  სხივებისკენ იხრებიან   ან  პირიქით  შორდებიან.  ტოლობა  ხდება  მაშინ, როდესაც  მზე    პლანეტის  ეკვატორზეა. ასეთ   დღეებში  ჩრდილოეთი  და  სამხრეთი  ნახევარსფეროები   მზის  სხივების ერთნაირ  რაოდენობას  ღებულობენ . გაზაფხულისა  და  შემოდგომის  ტოლობისას  მზე   ამოდის ზუსტად   აღმოსავლეთიდან  და დასავლეთით ჩადის.

ხვალიდან დღე შემცირებას დაიწყებს და ღამე უფრო ხანგრძლივი იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი