ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. მასში მონაწილეობა 20 -ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
ორგანიზატორების განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით წელს ფესტივალი გამორჩეული იყო , როგორც მონაწილეთა რაოდენობით, ისე ნამუშევართა ხარისხობრივი მაჩვენებლით. ფესტივალზე გამარჯვებული 11 ნომინაციაში გამოვლინდა.