ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა. წყალი ჩავიდა სარდაფებში, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები და სურსათის მაღაზიები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დატბორვის თაობაზე ბათუმიდან სულ 20 შეწყობინება შევიდა. მათივე განმარტებით, დაშავებული არავინაა.
ბათუმის ქუჩებში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.