„ოცნება რუსეთის სამსახურში“ ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებმა რამზან ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტა. ეროვნებით ჩეჩენ რუსეთის მოქალაქეს ოკუპანტი ქვეყანა ტერორიზმში სდებს ბრალს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ახიადოვი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, დაკავებულის გადაცემის რისკებზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ,რომ რუსეთში ის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. ის მაინც გადასცეს რუსეთს.