,,ბიძინა ივანიშვილს წითელ ბარათს ვუჩვენებთ, - აცხადებენ ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები, რომლებიც ხვალ, მასშტაბურ სამოქალაქო აქციას აანონსებენ.
სლოგანით, „ერთად ერთის წინააღმდეგ“ აქციის მონაწილეები ივანიშვილის მმართველობას რუსთაველის გამზირზე 19 საათიდან გააპროტესტებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა ხვალ 1 წლიან გეგმას წარადგენს და მათი პროტესტიც ახალ სტარტს აიღებს.