შეწყალება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სახელს უკავშირდება - ''ევროპული საქართველო''

18 სექტემბერი 2019, 18:12 1387 ნახვა

სკანდალური შეწყალებების შემდეგ პრეზიდენტმა დისკრეციული უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს დღეს პირველი განმარტებების დროს თავის მართლება მოუწია, არ გამოურიცხავს  მის მიერ შეცდომის დაშვებაც.

როგორც აღმოჩნდა, მარიამობას შეწყალებულთა შორის, არამხოლოდ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მსჯავრდებულები, არამედ ძებნილებიც არიან.

მორატორიუმის გამოცხადების პარალელურად, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს შეწყალების წესზე მსჯელობისკენ მოუწოდა. 

ოპოზიცია კორუფციის ნიშნებსა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით წასვლაზე საუბრობს,  უმრავლესობა კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს ყველაფერი მოუწყვეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი