პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

18 სექტემბერი 2019, 11:06 1657 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

"შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება და არც სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზია. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ'' - თქვა პრეზიდენტმა. 

„როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება წესები. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადახხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარლამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მისგან რჩევა არ მიმიღია. არც არვის უკითხია, რას ფიქრობდა ის რომელიმე მსჯავრდებულზე და გადაწყვეტილებაზე. შეიძლება სხვანაირადაც მომხდარიყო მისთვის, რომ გვეკითხა. ეს სპეკულაციები უნდა დასრულდეს. 

მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში