''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს ჩაქვში წყალი გაითიშება. წყალმომარაგებაში შეზღუდვები ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დაწესდა.
ჩაქვში, ძველი ქსელის აბონენტებს წყალი დღეს 18:00 საათიდან შეუწყდებათ, ხვალ დილის 08:00 საათზე კი შეზღუდვები მოიხსნება.
კომპანიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული.