ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ კაფე "ფანტაზია" ბათუმში - ამის შესახებ ღიად და საჯაროდ მართვის კომპანია GGM აცხადებს. მმართველი გენო გელაძე ძველი ფუნქციის შენარჩუნების პირობას დებს და 10 წლის ვადით საზოგადოებრივი ვალდებულებების აღებაზე საუბრობს.
კომპანიამ უკვე მიმართა აჭარის მთავრობას, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ იციან როგორ განკარგავენ აღდგენილ ისტორიულ რვაფეხას. გაირკვა, რომ ძეგლის ფლობაზე აქვს პრეტენზია უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს. მაილო ჯაში ირწმუნება, რომ დავა ამხანაგობა „სალხინოს“ ქონებაზე სტრასბურგში გრძელდება.