ლუდის, გაზიანი სასმელებისა და წყლის ბოთლები მდინარეში

16 სექტემბერი 2019, 17:43 3113 ნახვა

ბათუმში, მდინარე მეჯინისწყლიდან ლუდის, წყლის, გაზიანი სასმელების ათობით პლასტმასის ბოთლი, პოლიეთილენის პარკები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს. მდინარე სპეციალური ტექნიკით გაწმინდეს. 

''სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებს დაბინძურებული მდინარის  გასაწმენდად რამდენიმე საათი დასჭირდათ.

სპეციალისტები მდინარეების კალაპოტებს პერიოდულად, საჭიროების შესაბამისად აწესრიგებენ.

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ ჩაყარონ მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენები.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი