ხაზარაძის სკანდალური განცხადება

13 სექტემბერი 2019, 18:05 1676 ნახვა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებას „ურცხვ ტყუილს“ უწოდებს. „ლელოს“ დამფუძნებელი საუბრობს კონკრეტულ შეხვედრაზე სოლოლაკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის გარდა ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილს უნდოდა ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა. საუბრობს, შეხვედრაზე, რომელიც  სასამართლოს გავდა, თავმჯდომარე კი ბიძინა ივანიშვილი იყო.

მამუკა ხაზარაძის ახალი სკანდალური განცხადება უკვე შეფასდა პოლიტიკურ წრეებში.

ოპოზიცია არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, თავად მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ჭორაობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი