ქობულეთში, 10 სოფლის მოსახლეობა ავტობანზე ასასვლელს ითხოვს. მათი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად აქცია არაერთხელ გამართეს, თუმცა შედეგი არ გამოიღო.
მოსახლეობის თქმით, თუკი ამჯერადაც მათ მოთხოვნას შესაბამისი უწყებები არ გაითვალისწინებენ, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.