ვინ მისწერა და გადასცა ხაზარაძეს მუქარის წერილი?

11 სექტემბერი 2019, 18:06 2965 ნახვა

არის თუ არა სკანდალური წერილის ავტორი გიორგი გახარია? გზავნილის, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. ინგლისელმა სპეციალისტებმა წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდი იპოვეს, რომლებიც ახლა საქართველოს ბაზაში არსებულ ანაბეჭდებს უნდა შეადარონ.

ანუ, ჯერი ახლა ქართულ მხარეზეა. ბიზნესმენების ადვოკატები პროკურატურას მოუწოდებენ მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება, საგამოძიებო უწყება კი  გამოძიების გაჭიანურებაში ბრალს მამუკა ხაზარაძეს სდებს.  

სრულ დასკვნას  გახმაურებულ საქმეზე  ხაზარაძე ჯაფარიძის უფლებადამცველები  ლონდონიდან ერთ კვირაში ელოდებიან. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი