"დაოკდით" - "მთავარის" ეთერში 6 სექტემბერს თორნიკე რიჟვაძის რეპლიკას, აჭარის უმაღლესი საბჭოში დღეს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დეპუტატებმა ჯერ სიტყვის მნიშვნელობაზე იკამათეს, შემდეგ კი ქვეტექსტებზე.
"თქვენ იზიარებთ რიჟვაძის მუქარას?" - ჰკითხა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ასმათ დიასამიძემ კოლეგას მმართველი პარტიიდან.
ამიხსენით რა არის ამ სიტყვაში ცუდი, მართლა მაინტერესებს. თქვენ, პედაგოგი, ასმათ დიასამიძე ამბობთ, რომ დაოკდით არის მუქარა და არ გცხვენიათ? - უპასუხა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ასმათ დიასამიძეს და სიტყვის მნიშვნელობის მოძებნა განმარტებით ლექსიკონში ურჩია.
დიასამიძემ თქვა, რომ კონტექსტი, რომელიც რიჟვაძემ პირდაპირ ეთერში გამოიყენა ამას მიუთითებდა. დეპუტატების კამათში მალევე მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი, ვახტანგ წულაძე ჩაერთო და მან თანაგუნდელს დაოკებისკენ მოუწოდა.
"დაოკდი ილია, დაოკდი" - უთხრა ვახტანგ წულაძემ ილია ვერძაძეს.
მითხრა აგერ დაოკდიო, დამემუქრა? - ჰკითხა ვერძაძემ ასმათ დიასამიძეს რეპლიკის საპასუხოდ.