სჯობს განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს - ვოლსკი-ჯაფარიძეს

10 სექტემბერი 2019, 13:06 1655 ნახვა

გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფარიძემ მასთან დავის ნაცვლად პასუხი იმაზე უნდა გასცეს თუ სად ააორთქლა 17 მილიონი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ თუ ჯაფარიძეს პოლიტიკაში მოსვლა უნდა მას გარკვეულ საკითხებზე პასუხებიც უნდა ქონდეს.

"განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ მომსახურება არ იყო უზრუნველყოფილი კრედიტზე, როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადაიყვანეს, გადარიცხეს ოფშორულ ზონაში. ყოველთვის ვამბობ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან ბრალდებაა, პასუხი ამას უნდა გასცე და არა გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მთავარი კითხვების"-განაცხადა გია ვოლსკიმ ჯაფარიძის ბრალდების საპასუხოდ.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ თუ ჯაფარიძეს განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა ამაში ხელს არავინ უშლის.

"თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? რა უბედურებაა? რა გადაწყვიტა? - ამით ყურადღებას მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს გაიძლიერებს?"- ამბობს გია ვოლსკი. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი ვოლსკის  სასამართლოში უჩივის. ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის ითხოვს გიორგი ვოლსკის 221 952 ლარის ოდენობით ფინანსური სანქცია დაეკისროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი