ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

10 სექტემბერი 2019, 10:16 1382 ნახვა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

გამშვები პუნქტების ჩაკეტვას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მხრიდან ე.წ. სასაზღვრო ზონაში  მდგომარეობის გართულებით ხსნის.

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება გამშვები პუნქტების "რაზდახანსა" და "სინაგურის" ფუნქციონირება. გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ აღდგება"— ნათქვამია ე.წ უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი