ავრაჰან ქანის პერსონალური გამოფენა

01 სექტემბერი 2016, 00:00 3573 ნახვა

“სიზმრები”- ასე ჰქვია ქართველი ებრაელის, ავრაჰან ქანის, იგივე ვაჟა მალაყმაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმში დღეს გაიხსნა. თვითნასწავლი მხატვრის ნაივური მანერის შემოქმედება ქართული კედლის მხატვრობისა და ხატების გავლენას განიცდის. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 13 ტილო ხელოვნების მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.  

ამავე კატეგორიაში