ახალი სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე საბავშვო ბაღებში 16 სექტემბერს განახლდება. ერთი კვირით ადრე სკოლის დირექტორებს აჭარის განათლების მინისტრი ხვდება. მაია ხაჯიშვილსა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების დირექტორებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.