გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობიდან წავიდა, თუმცა პრემიერად მოვიდა. „გახარია წადი“ ამ ლოზუნგით კი უკვე 2 თვეზე მეტია, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, პოლიციამ სამი პირი, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა დააკავა.
სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.