ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ლარი გამყარდება. ასე ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეკითხვას უპასუხა: „მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი.
როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი კურსი ღრუბელის ფუნქციას აკეთებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს. რა ხდება რეალურ შემთხვევაში, რეალური ეკონომიკის ზრდა ივლისში 6% დაფიქსირდა, ჩვენ აგვისტოსაც ვხედავთ და შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება.
ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ მოხდა, პროდუქტის და მომსახურების წარმოება, რეალურ განზომილებაში არ შემცირდა, ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე უცილობლად გამოიწვევს ლარის გამყარებას“- აცხადებს ივანე მაჭარაშვილი.