დაპირისპირება პარლამენტთან. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ''პატრიოტთა ალიანსის'' წევრი ემზარ კვიციანი დაუპირისპირდნენ.
ემზარ კვიციანი პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტის წევრი ''პატრიოტთა ალიანსიდან'' მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა. ისინი სამართალდამცველებისგან დეპუტატის დაკავებას ითხოვდნენ.