აღმკვეთი ღონისძიება იქნება ხვალ - ნიკა გვარამია

06 სექტემბერი 2019, 18:44 1713 ნახვა

ნიკა გვარამია პროკურატურა რამდენიმე წუთში დატოვა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. 

''აღმკვეთი ღონისძიება იქნება ხვალ, წინასწარ ვერ გეტყვით რა იქნება. სადაც გამომიძახეს და როცა გამომიძახეს მე მოვედი. უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა და არ გამიშვეს. მაინც მოვახერხე მათთან კომუნიკაცია ინტერნეტ თათბირით, გადაწყვეტილებების მშვენიერი გამოვიდა, ამიტომ ყველაფერი წესრიგშია. დაელოდეთ მთავარ ტელევიზიას, ჩემი გეგმები არის მთავარ არხს ვუხელმძღვანელო და გადაცემა წავიყვანო'' - ამბობს გვარამია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი