"ბიბლიურ თავისუფლებასთან" დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ზურა ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
პოსტს "გირჩი" ავრცელებს - "8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი. ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს.
მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან" - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, ერთ-ერთ პირველ და მთავარ საზრუნავად დაასახელა. ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს კატასტროფა და ტრაგედია, ხოლო "გირჩს" სექტა უწოდა.