ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 სექტემბრიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვები სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს:
N8 მუნიციპალური ავტობუსი - ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები;
N11 მუნიციპალური ავტობუსი - ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩები;
N42 მიკროავტობუსი - ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები.
შეზღუდვა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მოიხსნება.