თითქმის სამ თვიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, პრემიერ მინისტრის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია დაასახელა

03 სექტემბერი 2019, 15:13 1257 ნახვა

თითქმის სამ თვიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, პრემიერ  მინისტრის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია  დაასახელა. ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ხმები დადასტურდა და ივანიშვილმა ფავორიტი მინისტრი  დააწინაურა.

უკვე ყოფილი შს მინისტრი  პარტია  „ქართული ოცნების თავმჯდომარემ   დღეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ წარადგინა. ივანიშვილმა  მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლაც შეაფასა და მას კულტურული წასვლა უწოდა.

ცნობისთთვის გიორგი გახარია 1994 წლიდან 2013 წლამდე სწავლობდა და მუშაობდა მოსკოვში. საქართველოში 2013 წელს ბიზნესომბუდსმენად დაიწყო მუშაობა.  2016 წლის ნოემბრიდან ერთი წელი იყო ეკონომიკის მინისტრი, 2017 წლის  ნოემბრიდან კი ეკავა ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში