ძლიერი წვიმა ბათუმში

01 სექტემბერი 2016, 00:00 4163 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები ისევ დაიტბორა. წყლის დონე რამდენიმე სანტიმეტრს აღწევდა, რამაც ქალაქის სხვადასხვა უბანში გადაადგილების პრობლემა შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, რასაც მოქალაქეების ნაწილი კომერციული მიზნით იყენებს. დატბორვა მოუგვარებელ პრობლემად რჩება ბათუმის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, მათ შორის გრიბოედოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში. მოქალაქეები პრობლემას მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს აბრალებენ. მერიაში კი ჯერო-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. აცხადებენ, რომ დატბორილ ტერიტორიებზე მუშაობენ ათვალიერებენ და შემაჯამებელ ინფორმაციას დღის ბოლოს გაავრცელებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში