პოლიციამ ბათუმში 947 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

03 სექტემბერი 2019, 10:27 2092 ნახვა

ბათუმში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 684 აბი, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 263 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი