დღეს, 14:00 საათზე ერგნეთში ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც ტექნიკური ხასიათის იქნება.
შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შედგება.
ცნობილია, რომ შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.