მმართველი გუნდი ხვალ უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება

31 აგვისტო 2019, 12:03 1395 ნახვა

სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა,  საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ორშაბათს  ეყოლება თუ სექტემბერში. მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე  პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მივა. პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე, „ქართული ოცნების“ ოფისში სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ან  ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლოს.

ასევე ამბობენ, რომ თანამდებობაზე დაბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ ის მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩაანაცვლებს. საპარლამენტო უმრავლესობაში  უარყოფენ, რომ ორშაბათს ცვლილებები იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი