ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის ოკუპირებული ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

30 აგვისტო 2019, 14:15 1260 ნახვა

ოსური მხარის ინიციატივით, სოფელ წნელისში ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის ოკუპირებული ძალების წარმომადგენლებს შორის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ესწრებიან.

"ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა"-განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.

ტექნიკური ხასიათის შეხვედრა სოფელ წნელისში, საგუშაგოს აღმართვის ტერიტორიაზე  რამდენიმე  წუთის წინ დაიწყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი