თავდაცვის მინისტრის განცხადება

31 აგვისტო 2016, 00:00 4107 ნახვა

ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. იზორიას განცხადებით, იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო პროკურატურასთან თანამშრომლობს გამოძიების პროცესში და უახლოეს დღეებში ის თავის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და ძებნა შეწყვიტა თურქულმა გემმა, თუმცა საქართველოში არსებული რესურსით სამძებრო ოპერაცია გრძელდება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი