„საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაციის დონე, შესაბამისად, ზომები ამ მიმართულებით იქნება მიღებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძის თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.
მან განმარტა, რომ 4 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა, იმსჯელებენ, დაამუშავებენ ინფორმაციას და ამის შემდეგ გამოუშვებენ პრესრელიზს, სადაც მათი მოსაზრებები იქნება ასახული.
„თუ ჩავთვლით, რომ მისაღებია ზომები, მივიღებთ, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს და იმოძრაოს მიზნობრივი მაჩვენებლისკენ“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.