"ეგ ორჯერ ორი ოთხია, დაწერილი გადაწყვეტილება წაიკითხა მოსამართლემ, საქმე ტელევიზიას ეხება" - ინგა გრიგოლია

27 აგვისტო 2019, 18:27 1618 ნახვა

ეგ ორჯერ ორი ოთხია, დაწერილი გადაწყვეტილება წაიკითხა მოსამართლემ - ასე აფასებს ინგა გრიგოლია ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამისთვის ნახევარმილიონიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას.

ჟურნალისტი პროკურატურის აქტივობას, ტვ პირველთან  დაკავშირებულ ინტერესებს უკავშირებს.   " 11 წლის წინანდელი საქმეა, რომელსაც არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. და როცა მე ვამბობ, რომ ეს საქმე ეხება ტვ პირველს, ძალიან კარგად იცის გამოძიებამ, თუ რა ქონებას ფლობს ოჯახი. 

გამოძიებამ ძალიან კარგად იცის, რომ გირაოს ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება მოხდეს უზრუნველყოფა, დიახ, სწორედ, რომ ტვ პირველის შენობაა" - განაცხადა ტვ პირველის ტოკ-შოუს წამყვანმა ინგა გრიგოლიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი