ქურდობის 4 ფაქტზე 3 არასრულწლოვანი დააკავეს - შსს

27 აგვისტო 2019, 11:21 2151 ნახვა

ბოლო პერიოდში, არასრულწლოვნების ჩართულობით ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახშირდა. დანაშაულში მხილებული პირები ხშირად მოზარდები არიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში მსგავსი არაერთი მასალა იძებნება. ძირითადად არის მაღაზიებისა და ავტომობილების გაქურდვის ფაქტები. 

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. ბათუმში, ნავსადგურის ტერიტორიაზე ერთდროულად 5 ავტომობილი გაქურდეს. შსს-ს ინფორმაციით კი, სავარაუდო, დამნაშავეები არასრულწლოვნები იყვნენ. 

9 ივლისს კი სუვენირების ჯიხურებიც ასევე მოზარდებმა გაქურდეს, ერთი პოლიციამ ადგილზე დააკავა, ორი კი გაიქცა. 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა, უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 3 არასრულწლოვანი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში აფთიაქი, კვების ობიექტი, ტურისტული კომპანიის ოფისი და ავტომანქანა გაქურდეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი