ბათუმში სუვენირების ჯიხურები გაქურდეს

09 ივლისი 2019, 10:36 1104 ნახვა

ბათუმის საბაგიროსთან მდებარე სუვენირების ჯიხურები გაქურდეს. მოვაჭრეების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით  07:00-საათზე მოხდა. გატეხილია  სუვენირების სამი ჯიხური და  ღვინის ერთი მაღაზია. მათივე თქმით, წაღებულია სუვენირები და ღვინოები.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ გაქურდვის ფაქტი  სამი დღის წინაც დაფიქსირდა. მაშინ  2000 ლარის საქონელი წაიღესს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯიხურის მეპატრონეებმა უთხრეს, რომ  ქურდობაში ბრალდებული  ერთი პირი დღეს სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს, ორმა კი გაქცევა მოახერხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელიც არასრულწლოვანია  პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა. მათივე თქმით, ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.  გამოძიება  ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი