შეღავათები პენსიონერებისთვის

31 აგვისტო 2016, 00:00 4918 ნახვა

ხვალ გახდება ცნობილი ქედაში მცხოვრები 4 ათას 30 პენსიონერიდან რამდენი ისარგებლებს "მთაში მცხოვრების სტატუსის" შეღავათით. ხვალიდან ასევე შეღავათები გავრცელდება ექიმებზე, ექთნებსა და პედაგოგებზე. ქედაში, იანვრიდან დღემდე შეღავათით 300-მდე ახალშობილის მშობელმა და 10-მდე მიკრობიზნესმენმა ისარგებლა. ამ დროისთვის ქედაში მაღალმთიანეთში ცხოვრების სტატუსი 14 ათას 812 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო 90 მოქალაქეს სტატუსი შეუწყდა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქედაში 64-ვე სოფელს მიენიჭა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში