საქართველო მჭიდრო კომუნიკაციაშია გერმანელ სამართალდამცველებთან . გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ერთ კვირაში გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია რა გახდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი.
გერმანული მედიის ცნობით, გამოძიება მიიჩნევს, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.„შპიგელის“ ინფორმაციით, ნატო-ს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს.