დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის ამბობს, რომ „საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ შეეგუება.
„მძიმეა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ვითარება. დღესაც, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას მათი ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება, ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეს მოხდება მისი პრეზიდენტობის პერიოდში.
განცხადება 11 წლის წინანდელ რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაზე გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება კონსოლიდირებულია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ რისკებზე, რომელიც აღიარებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.