ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე დღეს აშშ ღია ჩემპიონატში ჩაერთვებიან 

26 აგვისტო 2019, 12:33 1284 ნახვა

ნიუ იორკში „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა იწყება, რომელიც ისტორიულია საქართველოსთვის: პირველად ქვეყანას თავისი წარმომადგენელები ჰყავს როგორც კაცების, ასევე ქალების ძირითად ბადეში – ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე. დღეს ისინი ერთდროულად დაიწყებენ ტურნირს. აშშ-ის პირველი სათამაშო დღე სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.

ბასილაშვილიც და ბოლქვაძეც სწორედ ამ დროს გავლენ კორტზე. ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩია. ეს ჩოგბურთელები წელს უკვე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და უპირატესობა უნგრელის მხარესაა. რაც შეეხება 21 წლის მარიამ ბოლქვაძეს რომელიც  202-ე ჩოგანია, ის მსოფლიოს 65-ე ჩოგანს, ხორვატიის ქალაქ ზადარში დაბადებულ ამერიკელს, 24 წლის ბერნარდა პერას შეხვდება. ბოლქვაძემ აშშ-ის ღიას ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით შეაღწია. მან ზედიზედ სამი მატჩი მოიგო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი