შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.