კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტები და ფოტომასალა.
კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.