მსოფლიო ჟანგბადის 20%-ს ხანძარი ანადგურებს. ამაზონის ტყეებში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. ცეცხლი ანადგურებს 3 მილიონი სხვადასხვა ჯიშის უნიკალურ ცხოველსა და მცენარეს. ხანძრის ტყვეობაშია მოქცეული 1 მილიონამდე აბორიგენი მოსახლეობა - ამაზონის ინდიელები, რომლებიც საუკუნეებია ტყეს, ინდუსტრიული რევოლუციისგან, ხანძრებისა და განადგურებისგან იცავენ.
ბრაზილიის ხელისუფლება პრობლემას ვერ უმკლავდება, დახმარებისთვის კი, ჯერჯერობით არავისთვის მიუმართავს. მსოფლიო ლიდერები და ცნობადი სახეები, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს, გაერთიანებული ძალებით ებრძოლონ.