"რუსეთის აგენტებო წადით" - ნაციონალური მოძრაობის აქცია რვაფეხას გახსნაზე

21 აგვისტო 2019, 20:50 1527 ნახვა

რვაფეხას რეაბილიტაციის გახსნის ცერემონია იწყება, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პლაკატებით გამოჩნდნენ. 

 "რუსეთის აგენტებო წადით" "მკვლელებო წადით" - წერია ტრანსფარანტებზე, რომლებზეც 20 ივნისის აქციის დაშლის ფოტოების ფონზე, შს მინისტრის გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებაცაა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  მსგავსი ღონისძიებების ნაცვლად სჯობს ხელისუფლებამ ოკუპაციის წინააღმდეგ იმუშავოს. 

ამბობენ, რომ დარღვეულია ქვეყნის კონსტიტუცია და იმის მაგივრად, რომ პრემიერი ტერიტორიებს იცავდეს, ბათუმში  იმ კაფეს ხსნის, რომელიც 90-იან წლებში აშენდა და ახალი კაფელი მიაკრეს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულოს პოლიციის უფროსიც.

რვაფეხა, იგივე კაფე ფანტაზიის რეაბილიტაცია სამი მილიონი ლარი დაჯდა. რესტავრატორებმა აღადგინეს გამქრალი და დაზიანებული ფიგურები, კონსტრუქციაზე ასეთი დაახლოებით ზღვის 10 ბინადრის მინიატურა იყო. ობიექტი თავიდან შეიფუთა მოზაიკით. რვაფეხა 1980 წლებში აიგო, მისი არქიტექტურული კონსტრუქცია მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა არქიტექტორმა გიორგი ჩახავამ შექმნა.

2014 წელს შენობის დანგრევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მის გადასარჩენად ბათუმელების ნაწილი და საზოგადოება "ბათომი" აქციებს მართავდა. შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გადაწყდა, იგი ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი