ბიზნესმენ ლაურა ღაჭავა მისთვის პოლიტიკური მოტივით ბრალის წაყენებას გამორიცხავს, მას საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
როგორც ლაურა ღაჭავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საქმის მასალების 15 ტომი, გადაეცა და მათი გაცნობის შემდეგ გააკეთებს კომენტარს, აცხადებს რომ საქმე 2013 წელს ეხება და რატომ გახდა ის დღეს აქტუალური, მისთვის გაუგებარია.
ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.
ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.