„ქართული ოცნების“ დეპუტატის უცენზურო განცხადება საჯარო სივრცეში - საკრებულო დუმს

21 აგვისტო 2019, 15:09 2259 ნახვა

ბათუმის საკრებულო ამ დრომდე არ გამიჯნვია ქართული ოცნების დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ უცენზურო კომენტარს. ირაკლი პატარიძე  სოციალურ ქსელში რ2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არაეთიკური შეფასებით გამოეხმაურა.

პატარიძემ ფეისბუქში კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ მასალაზე დაწერა, რომელიც "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების წასვლას ეხებოდა. საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულ-ოცნებას არგუმენტები აღარ დარჩა და შეურაცხყოფაზე გადავიდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში