ინდონეზიაში ციხიდან 250 პატიმარი გაიქცა

21 აგვისტო 2019, 13:58 1456 ნახვა

ინდონეზიაში ციხიდან 250 პატიმარი გაიქცა. 

შემთხვევა დასავლეთ პაპუას პროვინციაში, მასშტაბური არეულობის დროს მოხდა.

ადგილობრივების პროტესტი სტუდენტების დაკავებას მოჰყვა. რომლებიც უცხოური მედიის ცნობით, დროშის უპატივცემულობის გამო დააკავეს.

პროტესტი რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა  საავტომობილო გზები გადაკეტეს, შენობებს თავს დაესხნენ და ცეცხლი მოუკიდეს. მათ შორის, იყო ციხეც. სწორედ ამ დროს მოხდა ციხიდან მასშტაბური გაქცევა.

ინფორმაციას bbc ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი