"მთავარი არხი იქნება იქ, სადაც წავალთ ჩვენ და ლიდერი იქნება ნიკა გვარამია" - გიორგი გაბუნია

20 აგვისტო 2019, 22:38 5586 ნახვა

"მთავარი არხი იქნება იქ, სადაც წავალთ ჩვენ, სადაც წავა გუნდი, სადაც ჩვენი ლიდერი იქნება ნიკა გვარამია. მე მივდივარ იქ, სადაც ვმუშაობდი ამდენი წლის განმავლობაში, იმავე გუნდთან და იმავე ლიდერთან“ - ეს განცხადება გიორგი გაბუნიამ, რუსთავი2 ყოფილმა ჟურნალისტმა და წამყვანმა რუსთაველის ქუჩაზე,   აქცია "სირცხვილიას" გადაცემაში განაცხადა. 

გიორგი გაბუნიასთან ერთად პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე და ეკა კვესიტაძე მივიდნენ. 

 

ნიკა გვარამიას დაფუძნებულ ტელევიზიაში "მთავარ არხში" გადასვლის შესახებ განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმაც გააკეთა.   

მანამდე, კურიერი გამოშვების წამყვანებმა დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას დატოვეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა. ჯოჯუამ კი თქვა, რომ მაყურებელს ახალ სივრცეში შეხვდება. 

არხი დატოვა პაატა იაკობაშვილმაც, რომელმაც წასვლის შესახებ განცხადება აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში  გააკეთა და თქვა რომ კურიერის გუნდის მომავალი რუსთავი2 აღარ არის.  

ჟურნალისტებმა არხიდან წასვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტოკ-შოუების წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანაუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გათავისუფლა.  მისივე თქმით, გიორგი გაბუნიას და გიორგი ლაფერაშვილის  გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება.  

პაატა სალიას განცხადებიდან მალევე, რუსთავი2 ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტები ახლად დაფუძნებულ "მთავარ არხზე" დაპატიჟა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი