თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ანგარიშები დაუყადაღეს - მამუკა ხაზარაძე

20 აგვისტო 2019, 20:54 1959 ნახვა

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დ ამის პარტნიორს ბადრი ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს.  ხაზარაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ეს ქმედება ხელისუფლების მხრიდან  მათი ბიზნეს საქმიანობის, კონკრეტულად კი ანაკლიის პორტის საბოლოო შეჩერებას ემსახურება. 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების საჩივარი დაუშვებლად ცნო და  ძალაში დატოცვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს. მათ ასევე აკრძლული აქვთ ნებართვის გარეშე საზღვირს კვეთა.

პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება. 

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 11 წლის წინაანდელი ტრანგზაციის გამო ბრალის წაყენება ხელისუფლებას ანაკლიის პოტის მშენებლობის შესაჩერებლად სჭირდება, რადგან ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული ანაკლიის პროექტით. ხაზარაძემ ამ პროცესების შემდეგ პოლიტიკაში წავლა და სახალხო მოძრაობის დაფუძნება დაანონსა. თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებით, მოძრაობა სექტემბერში უნდა ჩამოყალიბდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი